
კალენდარი და დავალებების სია
შეარჩიეთ მენიუ > ორგანაიზერი > კალენდარი. დღევანდელ თარიღზე
ჩარჩოა შემოვლებული. თუ რომელიმე დღეზე დამატებულია რაიმე კომენტარი,
ეს დღე მუქადაა აღნიშნული.
კალენდრის ჩანაწერის გასაკეთებლად, გადადით თარიღზე და აირჩიეთ ოფცია >
შენიშვნის გაკეთება.
დღის ჩანაწერების სანახავად აირჩიეთ ნახვა. კალენდარში ყველა ჩანაწერის
წასაშლელად აირჩიეთ ოფცია > შენიშვნების წაშლა > ყველა ჩანაწერი.
დავალებების სიის სანახავად აირჩიეთ მენიუ > ორგანაიზერი > დავალებები.
დავალებების სია დალაგებულია პრიორიტეტების მიხედვით. თუ გსურთ
დაამატოთ, წაშალოთ, ან გაგზავნოთ აღნიშვნა, ან დავალება შესრულებულად
აღნიშნოთ, ან შესრულების ვადების მიხედვით დაალაგოთ დავალებები,
აირჩიეთ ოფცია.