
მესინჯერი
მესინჯერის საშუალებით (IM, ქსელის მომსახურება) შეგიძლიათ ონლაინზე
მყოფ მომხმარებლებს გაუგზავნოთ მოკლე ტექსტური წერილები. უნდა
გააკეთოთ ხელმოწერა სერვისზე და დარეგისტრირდეთ იმ IM-ზე, რომლის
გამოყენებაც გსურთ. ამ მომსახურებების არსებობის, ფასების და გამოყენების
ინსტრუქციასთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენი სერვისის პროვაიდერს.
შესაძლებლობები შეიძლება განსხვავდებოდეს IM პროვაიდერის მიხედვით.
სერვისთან დასაკავშირებლად აირჩიეთ მენიუ > მიმოწერა > მესიჯები და
იმოქმედეთ ეკრანზე ნაჩვენები მითითებების მიხედვით.