ინფორმაცია კვების ელემენტისა და დამტენის
შესახებ
თქვენი მოწყობილობა აღჭურვილია დასატენი კვების ელემენტით. ამ
მოწყობილობისთვის გათვალისწინებული კვების ელემენტია BL-5C. ეს
მოწყობილობა განკუთვნილია გამოყენებისათვის მაშინ, როდესაც ენერგია
მიეწოდება შემდეგი დამტენებით: AC-3. ელემენტის ასობით ჯერზე დატენვა
და დაცლა შეიძლება, მაგრამ იგი ბოლოსდაბოლოს გამოვა მწყობრიდან.
ელემენტი გამოცვალეთ, როდესაც ლაპარაკისა და მოცდის დროები
მნიშვნელოვნად შემცირდება ნორმალურთან შედარებით. მოცემული
აპარატის გათვალისწინებით, გამოიყენეთ მხოლოდ Nokia-ს მიერ
ნებადართული ელემენტები და დატენეთ ისინი მხოლოდ Nokia-ს მიერ
ნებადართული დამტენებით. გაუთვალისწინებელი კვების ელემენტის ან
დამტენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი, აფეთქება, გაჟონვა ან
სხვა საშიშროება.
დამტენის მოდელის ზუსტი ნომერი შეიძლება იცვლებოდეს შტეფსელის
ტიპის მიხედვით. ჩასართავის ვარიანტი აღნიშნულია შემდეგი ასოებით: E, EB,
X, AR, U, A, C, ან UB.
თუ გამოცვლილი კვების ელემენტი პირველად გამოიყენება, ან თუ მას არ
იყენებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, ელემენტის დატენვის დასაწყებად
შეიძლება საჭირო გახდეს მისი მიერთება დამტენთან, შემდეგ გამორთვა და
თავიდან მიერთება. თუ ელემენტი ბოლომდე დაიცალა, შეიძლება რამდენიმე
წუთი გავიდეს სანამ ეკრანზე გამოჩნდება დატენვის ინდიკატორი, ან სანამ
შეძლებთ ზარის განხორციელებას.
კვების ელემენტების ამოღებამდე ყოველთვის გათიშეთ მოწყობილობა და
გამორთეთ იგი კვების ქსელიდან.
დამტენი და აპარატი გამორთეთ ელექტრული კვების ქსელიდან, როდესაც არ
იყენებთ. ბოლომდე დატენილი ელემენტი არ დატოვოთ ელექტროქსელში
ჩართული, რადგან შეიძლება ამან დააჩქაროს ელემენტის ცვეთა. თუ
© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.
33
გამოუყენებლად დატოვებთ, ბოლომდე დატენილი ელემენტი
თანდათანობით დაიცლება.
ყოველთვის შეეცადეთ ელემენტის გარემო ტემპერატურა არ გასცდეს 15°C-
დან 25°C-მდე (59°F-დან 77°F-მდე) ფარგლებს. კრიტიკული ტემპერატურები
ამცირებს კვების ელემენტის ეფექტურ მუშაობას და სიცოცხლის
ხანგძლივობას. მოწყობილობამ ცხელი ან ცივი კვების ელემენტით შეიძლება