Nokia 5130 XpressMusic - გალერეა

background image

11. გალერეა

თქვენს ტელეფონს აქვს ციფრული უფლებების მენეჯმენტის (DRM) სისტემის

მხარდაჭერა, შეძენილი შინაარსის დასაცველად. ყოველთვის შეამოწმეთ

ნებისმიერი შინაარსისა თუ აქტივაციის კოდის მიწოდების პირობები მათ

შეძენამდე, რადგან ეს შეიძლება ფასიანი იყოს.
ციფრული უფლებების მენეჯმენტი
შინაარსის მეპატრონეს შეუძლია გამოიყენოს ციფრული უფლებების

მენეჯმენტის (DRM) სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალება, რათა დაიცვას

თავისი ინტელექტუალური საკუთრება, საავტორო უფლების ჩათვლით. ეს

მოწყობილობა იყენებს სხვადასხვა ტიპის DRM პროგრამულ უზრუნველყოფას,

რომ მიიღოს DRM-ით დაცული ელემენტები. ამ მოწყობილობით შეგიძლიათ

გახსნათ შინაარსი, რომლის დამცავია WMDRM 10, OMA DRM 1.0, OMA DRM 1.0

გადამისამართების დაბლოკვა და OMA DRM 2.0. თუ ზოგიერთი DRM

პროგრამა ვერ შეძლებს შინაარსის დაცვას, შინაარსის მეპატრონეს შეუძლია

მოითხოვოს, რომ ამ DRM პროგრამას გაუუქმდეს ახალი DRM-ით დაცულ

ელემენტზე წვდომის უნარი. ამ გაუქმებამ შეიძლება ასევე შეუშალოს ხელი

თქვენს მოწყობილობაში მყოფი, ამ DRM-ით დაცული ელემენტის განახლებას.

ასეთი DRM პროგრამის გაუქმება გავლენას არ იქონიებს სხვა ტიპის DRM-ით

დაცული, ან DRM-ით დაუცველი ელემენტების გამოყენებაზე.

ოპერატორის მენიუ

© 2008 Nokia. ყველა უფლება დაცულია.

27

background image

ციფრული უფლებების მენეჯმენტით (DRM) დაცულ ელემენტს აქვს

გააქტიურების კოდი, რაც განსაზღვრავს თქვენს უფლებას ამ ელემენტის

გამოყენებასთან დაკავშირებით.
თუ თქვენს მოწყობილობას აქვს OMA DRM-ით დაცული ელემენტი,

აქტივაციის კოდისა და ელემენტის დასარეზერვებლად გამოიყენეთ Nokia PC

Suite-ის შესაბამისი ფუნქცია.გადატანის სხვა მეთოდებით შეიძლება არ

გადავიდეს აქტივაციის კოდი, რომლის აღდგენაც დაგჭირდებათ ელემენტთან

ერთად, რათა შეძლოთ OMA DRM-ით დაცული შინაარსის გამოყენება მას

შემდეგ, რაც დააფორმატებთ მოწყობილობის მეხსიერებას. აქტივაციის

კოდების აღდგენა შეიძლება იმ შემთხვევაშიც დაგჭირდეთ, თუ თქვენს

მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება.
თუ მოწყობილობაში გაქვთ WMDRM-ით დაცული ელემენტი, მეხსიერების

დაფორმატების შემთხვევაში დაკარგავთ როგორც აქტივაციის კოდს, ასევე

ელემენტს. აქტივაციის კოდები და ელემენტები ასევე შეიძლება იმ

შემთხვევაშიც დაკარგოთ, თუ თქვენს მოწყობილობაში ფაილები დაზიანდება.

აქტივაციის კოდების ან ელემენტების დაკარგვით შეიძლება ვეღარ შეძლოთ

თქვენს მოწყობილობაში მყოფი იმავე ელემენტების შეუზღუდავად

გამოყენება. დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თქვენი სერვისის

პროვაიდერს.
საქაღალდეების სანახავად აირჩიეთ მენიუ > გალერეა.